დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების საღამო გაიმართა

საღამოს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე -გრიგოლ სეთურიძე, მერის მოადგილეები – თამაზ ალიბეგაშვილი, დავით ქირიკაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები.

ალექსანდრე ზაგაშვილმა მასწავლებლებს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და მხარის რწმუნებულთან- შალვა კერესელიძესთან ერთად მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ჩართულობით გაიმართა.

პედაგოგების საპატივსაცემოდ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს – ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა – „მთის შვილები“, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა – „ერობა“, ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა – „კარიბჭე“, გოგონათა ანსამბლმა – „მზეშინა“ და ბავშვთა ვოკალურმა ანსამბლმა – “ენძელები”.

ღონისძიების შემდეგ სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები საპენსიო ასაკის 24 – მა მასწავლებელმა დატოვა.

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად