დაბა სტეფანწმინდაში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდაში აღმაშენებლის ქ. N9-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა N2-ის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილე- დავით ქირიკაშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია – 924 439 ლარი

შემსრულებელი შ.პ.ს „სამება“.
პროექტით გათვალისწინებულია: შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები, ფასადის მოპირკეთება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, საინჟინრო ქსელების მოწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...