დაბა შორაპანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დაახლოებით 1 საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონთან, დაბა შორაპანთან.

ორი ავტომანანქანა, “ფორდ ტრანზიტი” და “ტოიოტა” ერთმანეთს შეეჯახა.

ე.წ. მარშუტკაში(ფორდ ტრანზიტი)  მარტო მძღოლი იჯდა, ხოლო “ტოიოტაში” მძღოლის გარდა კიდევ 3 მგზავრი.

ხუთივე ადამიანმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსიხმობს(ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად