დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა. 

დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის 15%-ს წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი დღეში 12-14 საათით. დაბაში არსებული წყალმომარაგების ქსელის 60% ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ხშირია წყლის დანაკარგები. 

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ  სათავე ნაგებობას და გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი,  მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის 3 000-მდე მაცხოვრებელი  და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. 

დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის – I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი  ახალი სისტემით შეიცვალა. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, გაიზარდა წყლის ტებიტი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 2-3 საათით მიეწოდებოდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად