დაბა ხულოში 10 ოჯახი 30 წელია უსაფრთხო თავშესაფრის მოლოდინშია (ფოტოები)

დაბა ხულოში რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სასამართლოს ხის შენობაში მცხოვრებ 10 ოჯახს ერთი სურვილი აქვთ, ჰქონდეთ უსაფრთხო თავშესაფარი. ერთსართულიანი ხის შენობა-ნაგებობა ავარიულია, როგორც იქ მცოვრები "აიპრესთან" ყვებიან დაზიანებულია შენობის სახურავი და წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია იატაკიც და საძირკველიც. მოსახლეობის თქმით, შენობაში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. ოჯახები უსაფრთხო თავშესაფარს უკვე წლებია ითხოვენ.

ყოფილ სასამართლოს ერთსართულიან ხის შენობაში 10 ოჯახი 30 წელია ცხოვრობს, თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს ფართები უკვე დაუკანონდათ. 

„30 წელია აქ ვცხოვრობთ, ჩემთან ერთად ოთახაში კიდევ ერთი ქალი ცხოვრობს თუმცა მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ გამაჩნია, მივმართეთ როგორც ადგილობრივ გამგეობას ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და თბილისსაც, ჩვენი ერთადერთი თხოვნაა გვქონდეს უსაფრთხო თავშესაფარი, 21-ე საუკუნეში თუ ადამიანი ასეთ ბინაში იცხოვრებს მე ვერ წარმომიდგენია. ეხლა ჩვენს გვერდით ააშენეს ბინა და ხელისუფლება გვპირდება, რომ იქ გადაგვიყვანს, გვაქვს იმედი და ვნახოთ ეგება ჩვენც გვეშველოს რამე და ნორმალურ ადამიანურ პირობებში შევძლოთ ცხოვრება. წელს ხელისუფლებამ შეშაც მოგვიტანა და ძალიან გაგვეხარდება ჩვენს პრობლემებს თუ გაითვალისწინებენ“, – განაცხადა "აიპრესთან" ნაზი გობაძემ. 

71 წლის სევიე თავდგირიძე აღნიშნულ შენობაში მარტო ცხოვრობს, როგორც თავად "აიპრესთან“ ყვება შენობაში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია, მისივე თქმით იმის გამო, რომ იატაკი დაზიანებულია და შენობა ერთსართულიანია, სახლში მღრღნელებიც გაჩნდნენ . მისი ოთახის იატაკი რამდენიმე ადგილას უკვე ჩატყდა, ქალბატონი კი საკუთარი ძალებით ცდილობს მის შეკეთებას და რამდენიმე ადგილას დაზიანებულ ნაწილებს მუყაოს ქაღალდებით ფარავს.  

პრობლემა ცნობილია ხულოს მერიაში, როგორც ხულოს მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე "აიპრესთან“ განმარტავს, მუნიციპალიტეტის მერიამ ამ კუთხით პროგრამა გასულ წელს შეიმუშავა და აღნიშნულ ოჯახებს დახმარება უახლოეს პრიოდში გაეწევათ.

"ამ კუთხით მუნიცპალიტეტმა ამორტიზირებულ და საცხოვრებლად უვარგის სახლებთან დაკავშირებით პროგრამა, გასულ წელს შეიმუშავა, რაც ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე არსებულ ბარაკული ტიპის შენობების, გაცვლას მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ კეთილმოწყობილ ფართებზე, შესაბამისად პროცესი მიმდინაეობს, სამუშაოების პირველი ეტაპი, დასრულებული იქნა და უკვე მიმდინარეობს შემდეგი ეტაპი ფართების გამოსყიდვა, რომილს შემდეგაც კომისია აქტიურად იმსჯელებს აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ფაქტიურად ჩვენ უკვე 1-2 თვის განმავლობაში შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ყველა ის ბარაკული ტიპის სახლი რომელიც დაბის ტერიტორიაზეა არსებულ და ამის შემდგომ უკვე მას ვისაც პირველ; ეტაპზე ესაჭიროება და ვფიქრობ, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ცუჩა ნომერ 18 მცხოვრებ არსებულ მაცხოვრებლებს უფრ ესაჭიროებათ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. ანუ ნაწილი დაფინანსებისა უკვე გაკეთებულია, თუმცა ჩვენ დამატებით ვეძებთ დამატებით ფინანსურ სახსრებს რათა მოვახერხოთ დამატებითი ფართების გამოსყიდვა“ განაცხადა აიპრესთან, ხულოს მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად