დაბა ჩხოროწყუსთვის ქალაქის კატეგორიის მინიჭების თაობაზე საკითხის საჯარო განხილვა გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში დაბა ჩხოროწყუსთვის ქალაქის კატეგორიის მინიჭების თაობაზე საკითხის საჯარო განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

"საჯარო განხილვის მიზანს დაბა ჩხოროწყუს დასახლებისათვის კატეგორიის შეცვლისა და ქალაქის კატეგორიის მინიჭების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის წინადადების წარდგენასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვა წარმოადგენდა.

შეხვედრა გახსნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ჩხოროწყუში ნონა პაპავამ, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა გამგებელი დათო გოგუა,რომელმაც აღნიშნა, რომ დაბა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის,რომ ქალაქის სტატუსი მიენიჭოს,ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქ არ არის საუბარი თვითმმართველ ქალაქზე, რომელსაც ჰყავს მერი, არამედ, ჩხოროწყუელთა სურვილია, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს – დაბას, შეეცვალოს კატეგორია და გახდეს ქალაქი, რომელიც წარმოადგენს დასახლების ერთ–ერთ სახეს. მოსახლეობა მიესალმა ამ ინიციატივას.

საჯარო შეხვედრას მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...