დაბა ჩაქვში მეწყერი ჩამოწვა

მეწყრული პროცესის განვითარების გამო, რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა. გზის სავალი ნაწილის გაწმენდაზე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. აადგილზე მობილიზებულია სამი ერთეული მძიმე ტექნიკა.

ინტენსიურმა თოვამ, პრობლემები შექმნა სოფელ ჩაქვისთავის მიმართულებითაც. ამ დროისთვის, სოფლის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დაბა ჩაქვში, თოვლის საფარი, 40-სანტიმეტრს აღწევს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსი, ერეკლე კახიძის განცხადებით, დღის ბოლომდე შესაძლოა ამინდის კიდევ უფრო გაუარესება. მისივე თქმით, გართულებების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებულია მათ ბალანსზე რიცხული 10-ერთეული მძიმე ტექნიკა. კახიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი ტექნიკის დაქირავება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უამინდობას, ჩაქვის მცხოვრებლებისთვის მატერიალური ზარალი არ მიუყენებია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად