“დაავალე მიშას” – “ნაციონალური მოძრაობა” ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა” ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს სახელწოდებით – “დაავალე მიშას”. ეს განცხადება პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს, მთავარ გამოწვევებს. პრობლემების გადაჭრას კი შეეცდება პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად.

“ველით თქვენგან დავალებებს” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, “ძალა ერთობაშია”-ს პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან – “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ჩვენ თვითონ”. გარდა ამისა, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც – “პროგრესი და თავისუფლება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად