დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების კიდევ უფრო განვითარებაა.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში ცენტრის მიერ განხორციელებულ იქნა ეფექტური აქტივობები.
„მას შემდეგ რაც კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის როლი კარგად დავინახეთ. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება მნიშვნელოვანია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაავადების კონტროლის ცენტრმა 2 წლის ანგარიში წარადგინა. რა გააკეთა ,რას აპირებს სამომავლოდ და რა არის მათი მთავარი ამოცანა. კითხვები რომლებიც დღეს აქ დაისმება, ჩვენ სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.
ცენტრის მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით.

კომენტარები
იტვირთება...