Covid19-ით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ბელარუსთა შორის კითხვებს ბადებს

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 941 შემთხვევა დაფიქსირდა, 9-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

ბელარუსში უკვე მეთვრამეტე დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 905-დან და 969-მდე ინტერვალშია.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 35 244 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით მსოფლიოში 23-ე ადგილზეა.

კორონავირუსიანთა სიხშირიანობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-6 ადგილზეა. მასზე წინ ესპანეთი, ირლანდია, ბელგია, იტალია და დიდი ბრიტანეთია.

ბელარუსში ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან 3 730 კაცია ინფიცირებული, მის წინ მყოფ დიდ ბრიტანეთში 3 747კაცი, იტალიაში კი – 3 789 კაცი.

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.

ბელარუსში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან ოფიციალურად ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, ორჯერ – 6 კაცის, 12-ჯერ 5 კაცის, 18-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 194 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 20,5-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში – 0,55%

21 მაისს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ვლადიმირ კარანიკთან და თავის თანაშემწე ალექსანდრ კოსინეცთან რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმოხილვის დროს განაცხადა, რომ არსებული მონაცემები რესპუბლიკაში მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესებაზე მიუთითებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება. “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ადამიანების სიცოცხლისთვის. ყველაფერი უნდა ვიღონოთ და გადავარჩინოთ ადამიანები, რადგან დარჩება ერთი მაჩვენებელი – სიკვდილიანობა”

ბელარუსში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, რაც ბევრში, მათ შორის, ბელარუსთა ერთ ნაწილში, კითხვებს წარმოშობს.

ბელარუსულმა პრესამ ყურადღება გაამახვილა ინტერნეტში გავრცელებული სლაიდის სქრინშოტზე, რომელზეც ჩანს, რომ აპრილის ბოლოს მინსკის საავადმყოფოებში “კოვიდურ” რეანიმაციებში გარდაცვალების მაჩვენებელი – 117 პაციენტი. ამასთან, 1 მაისის ოფიციალური მონაცემებით მთელ ბელარუსში კოვიდ19-ით გარდაცვლილად მითითებული იყო 93 პაციენტი.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინტერნეტში სლაიდის თავდაპირველად წარმდგენის, ქირურგიის, ტრანსპლანტოლოგიის და ჰემატოლოგიის მინსკის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, დოცენტის და ბელარუსის დამსახურებული ექიმის, ალექსანდრ ძიაძკოს განმარტება.

ალექსანდრ ძიაძკომ რიცხვებს შორის განსხვავება იმით ახსნა, რომ თავდაპირველად “შეტანილი იყო არა მხოლოდ კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევები, არამედ ის შესაძლო შემთხვევებიც, როდესაც დამაზუსტებელი დიაგნოსტიკის პროცესში გამოვლინდა სხვა ეტიოლოგიის პნევმონია (ვირუსული, ბაქტერიალური, ჰიპოსტატიური და სხვა) და დიაგნოზი “კორონავირუსი” მოხსნილი იქნა”

ალექსანდრ ძიაძკო თვლის, რომ ბელარუსში კოვიდ19-ით გამოწვეული დაბალი ლეტალობაში გასაკვირი არაფერია და ეს მათ შორის ჯანმრთელობის დამცველთა მიერ მიღებული ზომებით არის განპირობებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად