covid19-ით საქართველოში 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რის შემდეგ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

“სამწუხაროდ, დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილია არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში”,-  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტს აგვისტოში ინსულტი ჰქონდა გადატანილი   ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 22-ე პაციენტი,  77 წლის ქალი,  კლინიკა „ბომონდში“ იყო მოთავსებული. 

ცნობისთვის, დღეს დილის მონაცემებით,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 40 აციენტი გამოჯანმრთელდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად