Covid19-ით ქუთაისში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

პაციენტი კლინიკა „ბომონდში” 3 ოქტომბერს, დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. მას ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

“პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც კლინიკა „ბომონდში” კოვიდცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე”, – ამბობს მამია ყიფიანი.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრში 97 პაციენტი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად