covid19-ით ინფიცირებული: თბილისის მერმა დამირეკა, გამამხნევა, მკითხა ხომ არაფერში მჭირდება დახმარება

თბილისის მერიის თანამშრომელს, დავით მჭედლიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

დავით მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დაურეკა და გაამხნევა.

“ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. რთულია ფსიქოლოგიურად შეეგო დიაგნოზს-კოვიდინფიცირებული. მით უმეტეს, როდესაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფიქრობ რომ ვერაფერი ვერ მოგერევა. თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, ამ ვირუსსაც გავუმკლავდები და მალე დავუბრუნდები ცხოვრების ძველ რიტმს. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ძალიან ბევრი ზარი მქონდა. ასევე, დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა, მკითხა ხომ არაფერში მჭირდება დახმარება და მალე გამოჯანმრთელება მისურვა. ვერ დავმალავ, ძალიან გამეხარდა ყურადღება და თანადგომა.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!” – წერს დავით მჭედლიძე,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად