Covid19-ით გარდაცვლილთა შორის ორი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კლინიკის ინფორმაციით 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან იყო გადმოყვანილი. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
“დღეს, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ .
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად