COVID19-ით გარდაცვლილთა გამო, ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბრაზილიის ეროვნულმა კონგრესმა (პარლამენტმა) და ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ, რომელიც მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ქვეყანაში, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა გამო, ეროვნული გლოვა გამოაცხადეს. სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკაში, პანდემიის შედეგად 100 ათასზე მეტი მაცხოვრებელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები იუწყება.

”ჩვენს ქვეყანაში ამ მასშტაბის ტრაგედია არასოდეს ყოფილა. 100 ათასი ადამიანი, თითოეულს ჰქონდა სახელი, პროფესია, გეგმები და ოცნებები. 100 ათასი ადამიანი, რომლებმაც, ეჭვგარეშეა, დატოვეს თავისი კვალი ამ სამყაროზე და სხვათა ცხოვრებაში. საკანონმდებლო ორგანოსა და ფედერალური უმაღლესი სასამართლოს სახელით ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ თითოეული 100 ათას გარდაცვლილის ნათესავებსა და მეგობრებს. სოლიდარობის ნიშნად, ფედერალური უმაღლესი სასამართლო აცხადებს სამდღიანი გლოვის პერიოდს“, – ნათქვამია უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში.

ბრაზილია, სადაც კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა 26 თებერვალს, მეორე ადგილზეა იმ სახელმწიფოების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპულა, მას მხოლოდ შეერთებული შტატები უსწრებს. შაბათის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია 3,012,412 ინფიცირებული ადამიანი, გარდაიცვალა 100,477.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად