COVID19-ის გერმანული ვაქცინა შესაძლოა უახლოეს თვეებში გამოჩნდეს

კორონავირუსის გერმანული ვაქცინა შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს თვეებში, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეიძლება ითქვას, რა თავისებურებები ექნება მას. შესაბამისი განცხადება, ტელეკომპანია ZDF-ს ეთერში გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა გააკეთა.

”მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვაქცინა შესაძლებელია უახლოეს თვეებში გამოჩნდეს და თუ არა, იგი აუცილებლად მზად იქნება შემდეგ წელს”, – თქვა მან.

ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის მონაცემები თუ რამდენჯერ იქნება საჭირო ხელახალი ვაქცინაცია და რამდენ ხანს შენარჩუნდება იმუნიტეტი.

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დინამიკის შესახებ. გასული დღის განმავლობაში, დღიური ზრდა 1,445-ს შეადგენდა. გერმანიაში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში დაინფიცირდა 219,9 ათასი ადამიანი. მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულთა საშუალო ასაკიც იკლებს – გასულ კვირას 34 წელი იყო.

გერმანიაში ყველაზე ეფექტურად კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე კომპანიები Biontech, Curevac და IDT Biologika მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად