COVID19-ის გავრცელების გამო, ისრაელში 17 სექტემბრიდან სკოლები დაიკეტება

ისრაელის მთავრობამ ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლებში სწავლება 17 სექტემბრიდან შეჩერდება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აპარატმა განაცხადა.

”სატელეფონო კენჭისყრით, მთავრობამ დაამტკიცა ჯანდაცვის მინისტრისა და კოორნავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კოორდინატორის, პროფესორი რონი გამზუს რეკომენდაცია მომავალი ხუთშაბათიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა სპეციალური დაწესებულებების), მათ შორის სკოლების, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღების დახურვის შესახებ, ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

სამშაბათს, ჰამზამ წერილი გაუგზავნა ქვეყნის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს, იულია ედელშტეინსა და იოავ გალანტს, რეკომენდაციით, რომ სკოლებში სწავლება შეწყდეს ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად. კოორდინატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი რეკომენდაციას უწევს, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ მე-5 კლასების სწავლება, რადგან 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები, მისი აზრით, COVID-19-ით ინფიცირების ეპიცენტრში არიან.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 170 ათასს მიუახლოვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად