COVID19-ის გამო, ვენესუელის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) დაგეგმილი შეხვედრების გადადება გადაწყვიტა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო.

“გადაწყდა ეროვნული ასამბლეის სხდომების გაუქმება ორშაბათს, 5 აპრილიდან პარასკევამდე, 9 აპრილამდე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის სპიკერი ხორხე როდრიგესი. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ღონისძიება იქნა მიღებული “პრევენციული ზომების უზრუნველსაყოფად”.

მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 5 აპრილიდან ქვეყანაში მკაცრი კარანტინის გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. იგი დაინერგა COVID-19 ინფექციის შემთხვევების მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას, ვენესუელამ დაარეგისტრირა კიდევ ერთი ანტირეკორდი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ (1,786). პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში სულ დაფიქსირდა 166 123 შემთხვევა, 1,644 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...