Covid19-ის ახალი დადასტურებული 4 შემთხვევიდან, 1 “საბურთალოს კლასტერიდანაა”, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 3 სატვირთო ავტომობილი მძღოლს დაუდასტურდა.

“დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ 4 დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და 796-დან გავხდით 800 ანუ, 800 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
6 გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. იყო 634 და გახდა 640. რაც გამოჯანმრთელებულების 80%-ს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 147 დადასტურებული. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის „საბურთალოს კლასტერიდან“ დანარჩენი 3 არის სატვირთო ავტომობილები მძღოლები. მაგრამ, ეს არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა, არა საქართველოს მოქალაქეები” – განაცხდა მარიანა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში გუშინ კრონავირუსისგან გარდაიცვალა მე-13 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი stopgov.ge აქვეყნებს.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-13 პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც “ბოლნისის კლასტერიდანაა” და თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

stopgov.ge-ის მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 800
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 640
მათ შორის გარდაცვლილი – 13
კარანტინის რეჟიმში – 2424
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად