covid19- ის ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარას, 35 თბილისს, 22 იმერეთს, 18 სამეგრელო-ზემო სვანეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდა გამოვლინდა. სადაც 72%-ით აჭარა ლიდერობს, 9%-ით კი მას მოსდევს საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.

“სამწუხაროდ კვლავ ლიდერობს აჭარა 72%-ით, ეს არის  225 ახლი შემთხვევა,  თბილისი 9% -ით, რაც არის 35 ახალი პაციენტი, იმერეთში 22 ახლად გამოვლენილი პაციენტია, სამეგრელო-ზემო სვანეთში 19; შიდა ქართლში 9; სამცხე ჯავახეთში 3; გურია 1; ქვემო ქართლი 1 ახლად დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 33-ე პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად