covid19-ის 1824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში, 545 აჭარაში და 305 იმერეთში გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 32 127-ს .

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -12 632-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში – 9 ადამიანი, აჭარაში – 8, იმერეთში – 2, შიდა ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა – 545, იმერეთი – 305, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 56, გურია – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654; მძიმე პაციენტი – 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში-1 926

სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში – 3 224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195.

ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დღეის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად