covid19 დაუდასტურდა შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს

14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ- ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.
დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად