Covid-19-ს იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ემსხვერპლა

იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი, საშუალო დისტანციაზე მორბენალი დონატო საბია Covid-19-ის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გერდზე ვრცელდება.

56 წლის საბია რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების პირველი ფინალისტია, რომელიც ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა.

მორბენალმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და ორჯერ იყო 800 მეტრ გარბენის ფინალისტი. 1984 წელს, ლოს-ანჯელესში მან მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო 1988 წელს, სეულში – მეშვიდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად