Covid-19-ით კახეთში დღეს უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მცხოვრები მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ვირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებები გახდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მამაკაცი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ჯამში, კახეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვალების 22 შემთხვევაა დაფიქსირებული. რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს covid-19-ია 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად