COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთმა რუსეთს გაუსწრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 24 248-ით გაიზარდა და 697,413-ს მიაღწია. ამის შესახებ ინდოეთის ჯანდაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტრო იუწყება.

ამრიგად, ქვეყანამ ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ინდოეთმა რუსეთს გაუსწრო და მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 425-ით გაიზარდა და 19 693-ს მიაღწია. საავადმყოფოებში კვლავ მკურნალობს 253 287 პაციენტი, ხოლო 424 433 გამოჯანმრთელებულია.

ჩინეთის ხელისუფლებამ, 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავიირუსი პანდემიად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად