COVID-19-ით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე სომხეთიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს

COVID-19-ით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე სომხეთიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს. განცახადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დააბრუნა.,, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად