ინფექციურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, ხვალ კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

როგორც ” აიპრესს” ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ ხუთივე პაციენტს ხვალ, განმეორებით ჩატარებულ ტესტებზე, კვლავ უარყოფითი პასუხი მოუვათ ახალ კორონავირუსზე, ისინი ინფექციურ საავადმყოფოს ხვალვე დატოვებენ.

ამ ეტაპზე, მონაცემები შემდეგნაირია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3
კარანტინის რეჟიმში – 3254
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად