COVID-19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესი შეიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესი შეიცვალა.

ამის შესახებ ამირენ გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ ახალი პროტოკოლით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა.

„ახალი პროტოკოლით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და შესაძლებელია პანაშვიდის გამართვა, თუმცა, დაკრძალვა 72 საათში უნდა მოხდეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექციის გავრცელების წყარო არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. „ეს დაკავშირებულია გარდაცვალებასთან და იმ რიტუალებთან, რომლებიც იმართება. ამიტომ, ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 636-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად