COVID 19-ის სტატისტიკა ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში 6 აპრილის მდგომარეობით

ინფორმაცია ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შესახებ აღებულია პორტალ worldometers-დან

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 5 აპრილს (მონაცემები ამოკრეფილია 6 აპრილს, თბილისის დროით 02:18 საათზე) ყველა მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში – 621, ხოლო ყველაზე ნაკლები კი გერმანიაში – 140.

ლეტალობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის 5,46%, ევროპის ამ ხუთი სახელმწიფოდან თითოეულ ცალკე აღებულში კი:

1. იტალია – 12,32%
2. დიდი ბრიტანეთი – 10,32%
3. ესპანეთი – 9,57%
4. საფრანგეთი – 8,70%
5. გერმანია – 1,58%

ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა დიდ ბრიტანეთში – 5903. ყველა ნაკლები ზრდა საფრანგეთში დაფიქსირდა – 2886

მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა შორის სრულად განკურნებულთა %-ული წილი არის 20,58%, ევროპის ამ ხუთი სახელმწიფოდან თითოეულ ცალკე აღებულში კი:

ესპანეთი – 29,10%
გერმანია – 28,66%
საფრანგეთი – 17,43%
იტალია – 16,92%

დიდი ბრიტანეთიდან განკურნებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემების მიწოდება მხოლოდ ერთეული სამკურნალო დაწესებულებიდან და მხოლოდ პირველ დღეებში მოხდა და განკურნებულთა რაოდენობა დღეის მდგომარეობით უცნობია.

ამ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი ერთადერთია, სადაც წინა დღესთან შედარებით გაზრდილია ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.


მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად