COVID 19-ის სტატისტიკა ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში 30 მარტის 23:45 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით

ინფორმაცია ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შესახებ აღებულია პორტალ worldometers-დან

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა დღესთან შედარებით ამ დროისთვის ყველა მეტი გარდაცვალება დაფიქსირებულია იტალიაში – 812, ხოლო ყველაზე ნაკლები კი გერმანიაში – 19
 
ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია ესპანეთში – 5085, ყველა ნაკლებად კი გერმანიაში – 1494
 
ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
 
1. იტალია – 11,39% 
2. ესპანეთი – 8,62%  
3. საფრანგეთი – 6,79%  
4. დიდი ბრიტანეთი – 6,36% 
4. გერმანია – 0,86% 
 
ამ დროისთვის მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 771765 შემთხვევა. აქედან 317554 შემთხვევა ანუ 41,15 % (გუშინდელთან შედარებით 1,14%-ით ნაკლები) დაფიქსირებულია ევროპის ამ ხუთ ქვეყანაში
 

სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში არის 37001. აქედან 18931 ანუ 51,16% (გუშინდელთან შედარებით 0,69%-ით ნაკლები) დაფიქსირებულია იტალიაში და ესპანეთში, ხოლო 23923 ანუ 64,66% იტალია-ესპანეთ-საფრანგეთ-დიდ ბრიტანეთ-გერმანიაზე.

 
მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან სრულად განიკურნა 20,76% , ევროპის ამ ხუთ ქვეყანაში კი განკურნებულია ინფიცირებულთა 15,33%
 
ინფიცირებულთა შორის სრულად განკურნებულთა %-ული წილი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
 
ესპანეთი – 19,70%
საფრანგეთი – 17,79%
გერმანია – 14,41%
იტალია – 14,37%
დიდი ბრიტანეთი – 0,61%
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად