COVID 19-ის სტატისტიკა ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში 29 მარტის 22:15 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით

ინფორმაცია ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შესახებ აღებულია პორტალ worldometers-დან

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა პერიოდთან შედარებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე დიდი იყო იტალიაში – 756, ხოლო ყველაზე ნაკლები კი გერმანიაში – 49

ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია ესპანეთში – 5564, ყველა ნაკლებად კი დიდ ბრიტანეთში – 2433

ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1. იტალია – 11,03%
2. ესპანეთი – 8,38%
3. საფრანგეთი – 6,49%
4. დიდი ბრიტანეთი – 6,29%
4. გერმანია – 0,79%

ამ დროისთვის მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 708020 შემთხვევა. აქედან 296883 შემთხვევა ანუ 42,29% დაფიქსირებულია ევროპის ამ ხუთ ქვეყანაში

სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში არის 33529. აქედან 17385 ანუ 51,85% დაფიქსირებულია იტალიაში და ესპანეთში, ხოლი 21701 ანუ 64,72% იტალია-ესპანეთ-საფრანგეთ-დიდ ბრიტანეთ-გერმანიაზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად