Covid-19-ის პანდემიის გამო, საფრანგეთში “ფორმულა-1”-ის ჩემპიონატი გაუქმდა

ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, სარანგეთში “ფორმულა-1”-ის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ჩემპიონატის ორგანიზატორები ავრცელებენ.

საფრანგეთში გრან-პრის გახსნა 26-28 ივნისს იყო დაგეგმილი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შემზღუდავი ზომები ივლისის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა.

კორონავირუსული პანდემიის გამო, გრან-პრი აგრეთვე გაუქმდა მონაკოში, ავსტრალიაში, ბაჰრეინში, ვიეტნამში, კანადაში, ჩინეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, აზერბაიჯანსა და კანადაში. გრაფიკის მიხედვით, შემდეგი ეტაპი 5 ივლისს, ავსტრიაში უნდა ჩატარდეს. რუსული ეტაპი კი 25-27 სექტემბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად