COVID-19-ის ხელახალი გავრცელების გამო, პეკინის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი გააძლიერა

ჩინეთში, პეკინის ადმინისტრაციამ, ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადების ხელახალ გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უამრავი შეზღუდვა დააწესა. ამის შესახებ, ქალაქის სატრანსპორტო კომიტეტმა განაცხადა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღინიშნული, ტაქსები დროებით ვერ შეძლებენ მგზავრების ტრანსპორტირებას პეკინის გარეთ. ამასთან, ხელისუფლება შეინარჩუნებს საქალაქთაშორისო ავტობუსების მხოლოდ ნაწილს.

ქალაქის ადმინისტრაციამ, გუშინ გაძლიერებული საკონტროლო ზომები დააწესა ქალაქის ყველა საცხოვრებელ კომპლექსში, რომელთაგან პეკინში 7 ათასზე მეტია განლაგებული. ხელისუფლების მიერ “საომარი დროების რეჟიმის” გამოცხადების შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ მუშაკები და რიგითი მოქალაქეები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან მთავრობის მოქმედებებში კორონავირუსული დაავადების გავრცელების აღმოსაფხვრელად.

გასულ კვირას, კორონავირუსის ახალი აფეთქება დაფიქსირდა პეკინის უმსხვილეს საბითუმო ბაზარზე. ინფიცირებულთა უმეტესობა მაღაზიების თანამშრომლები, მათი ნათესავები და მეგობრები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად