Covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, სომხეთმა საზღვარი ყველა უცხოელისთვის ჩაკეტა

სომხეთმა, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საზღვარი ყველა უცხოელი მოქალაქისთვის ჩაკეტა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთში შესვლა აკრძალულია ყველასთვის, ვინც არ არის რესპუბლიკის მოქალაქე, ან ოჯახის წევრი.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. კონკრეტულ პირებს, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესვლის ნებართვის მიღება შეუძლიათ.

სომხეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1 მარტს დაფიქსირდა. Covid-19 სომხეთის 29 წლის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში თეირანიდან დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად