COVID-19-ის გავრცელების გამო, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლების გამართვა შეწყდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დღეიდან სპექტაკლების გამართვა შეწყდა.

“მესხიშვილის თეატრის მსახიობების ავადმყოფობის გამო, ხვალიდან, ნოემბრის ბოლომდე, თეატრში ყველა სპექტაკლი მოიხსნა.” – აცხადებენ თეატრში.

როგორც ადგილზე “აიპრესს” განუცხადეს Covid19-ით დაინფიცირებულია ოთხი მსახიობი. თეატრი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას დეკემბრის დასაწყისიდან აღადგენს.

კომენტარები
იტვირთება...