COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან იხსნება-ჩამონათვალი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, ქვეყანაში, რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება.

ორშაბათიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები იხსნება.

ხვალიდან, მოქალაქეებს, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურთ და თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვთ, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

18 მაისიდან გაიხსნება მარნეული.

მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

რა შეზღუდვები მოიხსნა:

მთავრობამ განსაზღვრა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც 11 მაისიდან დაშვებული იქნება:

11 მაისიდან გაიხსნა ჩაკეტილი თბილისი

11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს.

გარდა ამისა, 14 მაისიდან აღდგა გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში

რა შეზღუდვები რჩება ძალაში

ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად