COVID 19-ის 27 მარტის დღის ბოლოსთვის არსებული სტატისტიკა ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში

ინფორმაცია ევროპის 5 უდიდეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შესახებ აღებულია პორტალ worldometers-დან

“აიპრესი” მკითხველს სთავაზობს 27 მარტის დღის ბოლოსთვის (03.28 თბილისის დროით 04:00) იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ამსახველ ჰისტოგრამებს და ინფორმაციას ამ ქვეყნებში ლეტალობის და ყოველ მილიონ მცხოვრებზე დაინფიცირების შემთხვევების შესახებ.

პორტალზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 27 მარტის დღის ბოლოსთვის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული იყო ესპანეთში – 7933 და გერმანიაში- 6933. გარდაცვალების ყველაზე მეტი რაოდენობა იტალიასა – 919 და ესპანეთში – 773 ფიქსირდებოდა.

27 მარტის დღის ბოლოსთვის დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების ოდენობების 27 მარტამდე დაფიქსირებულ მაქსიმალურ ოდენობებთან შედარება გვიჩვენებს, რომ ესპანეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ასეთი დიდი ოდენობები პირველად დაფიქსირდა.

27 მარტის დღის ბოლოსთვის დაფიქსირებული გარდაცვალების იდენობები იტალიაში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში უფრო მეტია, ვიდრე 27 მარტამდე დაფიქსირებული მაქსიმალური ოდენობები.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ქვეყნები ასეთ ლაგდებიან:

1. იტალია – 1431
2. ესპანეთი – 1406
3. გერმანია – 607
4. საფრანგეთი – 505
5. დიდი ბრიტანეთი – 214

აღნიშნულ ქვეყნებში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ლეტალობის ასეთი მაჩვენებლებია დაფიქსირებული:

1. იტალია – 10,56%
2. ესპანეთი – 7,82%
3. საფრანგეთი – 6,05%
4. დიდი ბრიტანეთი – 5,22%
5. გერმანია – 0,69%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად