Covid 19 და ენერგო კომპანიების გამოწვევები – ინტერვიუ რაკეშ ნაიკთან

2020 წლის დასწყისში, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, Covid 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე და რეკორდულ დროში შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კომპანია ,,აჭარისწალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელ დირექტორს რაკეშ ნაიკს ვესაუბრეთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო პროექტს –  შუახევი ჰესს ხელმძღვანელობს. შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 8% გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რითაც შეამცირა საქართველოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება.

ბატონო რაკეშ, 2020 წელი როგორც მსოფლიოსთვის ასევე საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა მცირე პოზიტიური მოვლენების ჩამონათვალში ნამდვილად ხვდება შუახევი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა. როგორ მიდის ოპერირების პროცესი და რა ეტაპზე ხართ ახლა?

როგორც თქვენთვის ცნობილია შუახევი ჰესმა ოპერირება 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ელექტროენერგიის გამომუშავება მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული გათვლების თანახმად, ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე.  შუახევი ჰესი როგორც დღეს, ასევე მომავალშიც, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მუდმივად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში.

 

კონკრეტულად პანდემიას რომ შევეხოთ, რამდენად იქონია გავლენა ყოველდღიურ სამუშაო პროცესზე?

2020 წლის დასაწყისში, როცა პანდემიის პირველი ნიშნები გაჩნდა, დავუყოვნებლივ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ჩვენ ერთი მხრივ უნდა დაგვეცვა თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია და ამავდროულად, არ უნდა შეფერხებულიყო ელექტროსადგურის ფუნქციონირება. რამდენიმე დღეში შევიმუშავეთ ახალი შიდა რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. შევქმენით ონლაინ რეჟიმში მუშაობის პლათფორმა, გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე კომპანიით თანამშრომელთა დიდი ნაწილი, ადგილზე დავტოვეთ მხოლოდ ის  თანამშრომლები, რომელთა გარეშე უბრალოდ ვერ იფუნქციონირებდა ჰესი, თუმცა მათთვისაც შევიმუშავეთ სპეციალური განრიგი, რომ თანამშრომელთა რაოდენობა ადგილზე მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. ჩვენ კვლავ ამ რეჟიმში ვართ და ყოველდღიურად ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა, არ დავუშვათ სამუშაო ადგილზე ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა და ამავდროულად მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ვუზრუნველვყოთ მათთვის კომფორტული სამუშაო გარემო.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისად, შევიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებზე რეგირების გეგმა რითიც ვხელმძღვანელობთ  პანდემიის პერიოდში. ყველა საოპერაციო ადგილის დეზიმფექცია ხორციელდება განსაზღვრული სიხშირით, მიმდინარეობს ტერიტორიის მუდმივი დასუფთავება, ყველა თანამშრომელი აღჭურვილია სახის ნიღბებით, დამცავი ფარებით და ხელთათმანებით. ყოევლდღიურ ეჟიმში მიმდინარეობს  კომპანიის თითოეული თანამშრომელის და კომპანიის ვიზიტორების ტემპერატურის შემოწმება, ამავდროულად ნებისმიერი მათგანი ვალდებულია, სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას. ყოველკვიურად მიმდინარეობს კომპანიის თანამშრომელთა სამედიცინო შემოწმება პრევენციის მიზნით.

 

პერდემიის პერიოდში რა გაკეთდა თქვენი მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად?

ჩვენ შემუშავებული გვაქვს კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ შუახევი ჰესის ოპერირების არეალში. პანდემიის პერიოდში, საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ადგილობრივ თემებს: 14 სოფლიდან 140 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მომზდდა სასურსათო კალათები, ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის შეძენილ იქნა პირველადი სამედიცინო აღჭურვილობა, ბათუმის ახალად გახსნილი საავადმყოფოსთვის შევიძინეთ სამედიცინო ინვენტარი და ამავდროულად, კომპანიასთან ერთად, თითოეულმა თანამშრომელმა  შეიტანა ფინანსური წვლილი კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

როგორ ფიქრობთ, როცა პანდმია ჩაივლის, მთელი ეს პროცესი რა გვალენას იქონიებს ენერგო სექტორზე? 

კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ამ ეტაპისთვის რთული იქნება. მოგეხსენებათ, რომ ენერგო სექტორის ტენდენციების პროგნოზირება მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი საკმაოდ რთულია, რადგან ნებისმიერმა მოვლენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მასზე, ამ შემთხვევაში კი ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ გამოწვევაზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი.

ბიზნეს სექტორი დგას ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან პროდუქტს ეს ელექტროენერგია იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ.  ეს პერიოდი  გამოწვევებით სავსეა თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ ვკარგავთ ძვირფას ადამიანებს, ადამიანთა დიდი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება,  ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს და ეს ყველაფერი ბუნებრივად ახდენს გავლენას ჩვენზე. ამ დროს მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხდება მაქმიმუმი გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს თითოეული სამუშაო ადგილი, გუნდის თითოეულ წევრს შეუქმნას მოქნილი სამუშაო გარემო და კიდევ უფრო შეუწყოს ხელი თანამშრომელთა ერთ, ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებას.

Covid 19-მა კიდევ ერთხელ შეახსენა თანამედროვე მსოფლიოს, გლობალურმა რისკებმა და საფრთხეებმა  რა გავლენა შეიძლება იქონიოს ნებისმიერ დარგზე.

თუმცა, ვფრობ  კრიზისული სიტუაცია ერის ერთგვარი გზა ახალი შესაძლებლობის დანახვის. გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიების ნაწილი შეძლებს და არსებულ გამოწვევებს გამოიყენებს, როგორც შესაძლებლობას, რომელიც კომპანიების სხვადასხვა მიმართულებით სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ შევძელით  მაქსიმალური აქცენტი გაგვეკეთებინა ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერებაზე, შევქმენით ახალი და ამავდროულად  გავაძლიერეთ არსებული შიდა და გარე საკომუნიკაციო პლათფორმები და კიდევ უფრო მოქნილი გავხდით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად