CNN: ვაინშტაინის შემდეგ, ნუ დავივიწყებთ ინტერნეტ სივრცეში გაბატონებულ სექსუალურ შევიწროებას

ჰარვი ვაინშტაინი, ბილ ო'რეილი, კიდევ ერთი კინორეჟისორი, Vox-ის საგამომცემლო დირექტორი… ეს იყო სექსუალური ძალადობით გაჟღენთილი განსაცვიფრებელი კვირეული ძლიერი მამაკაცების წინააღმდეგ, – აღნიშნულის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.

ქალები სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობდნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას და ძალის მოპოვებას ჰეშთეგ  #MeToo-ს მეშვეობით, ხშირად აზიარებდნენ გამოცდილ ისტორიებს, რომლებიც ხშირად სამსახურში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდებოდა.

თუმცა, სექსუალური შევიწროება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო ადგილით. სუ შეფი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წიგნ "Shame Nation: The Global Epidemic of Online Hate"-ის ("ერის სირცხვილი: ონლაინ სიძულვილის გლობალური ეპიდემია") ავტორი აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ინტერნეტ სივრცეშიცაა გაბატონებული.

"ერის სირცხვილში" ჩვენ სიტყვას ვაძლევთ ქალებს, რომლებიც წარსულში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი იყვნენ. ჩვენ გვინდა გიამბოთ, რომ ეს ხალხიც იგივე ტკივილს განიცდის, რასაც ის ქალები, რომლებსაც უფროსი ან კოლეგა ავიწროებს", – წერს ავტორი.

18-დან 29 წლამდე ასაკის ქალების 21% აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ონლაინ სივრცეში გახდნენ, რაც ორჯერ მეტია იმ კაცების რაოდენობაზე, რომლებიც აცხადებენ, რომ გამოცდილი აქვთ აღნიშნული. შესაბამისი კვლევა Pew Research Center-მა ივლისის თვეში გამოაქვეყნა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ქალების 70% და 18-დან 29 წლამდე ქალების 83% აცხადებს, რომ ონლაინ სექსუალური შევიწროება უმთავრესი პრობლემაა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, კაცებს შორის მონაცემები ასეთია – 54% და 55% 18-დან 29 ახალგაზრდა მამაკაცებში.

შეფი ამბობს, რომ მსხვერპლმა გამოცდილი  აუცილებლად უნდა გაუზიაროს მეგობარს, რადგან სხვაგვარად ისინი ამას მარტო ვერ დაძლევენ. "უამრავი ადამიანი ცდილობს ამას გაუმკლავდეს მარტო. მეც, თვეების განმავლობაში არავის ვეუბნებოდი. მრცხვენოდა. გასაგებია, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობ, მაგრამ აუცილებლად უნდა უამბო მეგობარს", – წერს შეფი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად