CNN: უსაფრთხოების სამსახურმა დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა

თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, უსაფრთხოების სასახურმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და შვილი ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა, სადაც მათ დაახლოებით ერთი საათი გაატარეს. ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად