CNN: ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი, შესაძლოა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი გახდეს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ჰოუპ ჰიკსი, შესაძლოა თეთრ სახლში კომუნიკაციების საკითხებში დირექტორი გახდეს. ინფორმაციას CNN ადმინისტრაციის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "დისკუსია დასკვნით ეტაპზეა". ადრე, ჰოუპ ჰიკსი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი იყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დონალდ ტრამპის გუნდს შეუერთდა.

როგორც ტელეარხი იუწყება, აღნიშნულ თანამდებობაზე ასევე განიხილება სტივენ მიულერის კანდიდატურა, რომელიც პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის უფროსი მრჩეველია.

13 აგვისტოს, თეთრი სახლის კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა ენტონი სკარამუჩიმ, რომელმაც თანამდებობა დანიშვნიდან 10 დღეში დატოვა, პოსტიდან წასვლის შემდეგ, ABC News-ს პირველი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ თეთრ სახლში არიან ადამიანები, რომლებსაც დონალდ ტრამპის თავიდან მოცილება სურთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად