CNN: პუტინმა ზუსტად ის მიიღო ბაიდენისგან, რაც მას უნდოდა!

ამ სიტყვებით აფასებს გავლენიანი გამოცემა CNN პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას. როგორც გამოცემა იუწყება, ვლადიმერ პუტინს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესებულიყო.

“როგორც ჩანს, ვერცერთი მეგობრული სიტყვა ვერ დაარწმუნებს რუსეთის პრეზიდენტს იმაში, რომ გადაუხვიოს თავის პოლიტიკურ პროგრამას და დღის წესრიგს. არ აპირებს თავისი ფაქტობრივად დაუსჯელი პოლიტიკის შეცვლას არც სახლში და არც საზღვარგარეთ. რუსეთის შიდაპოლიტიკაზე საუბრისას, პუტინმა საკმაოდ უხეში ფორმით გასცა ჟურნალისტს პასუხი ამერიკის მორალურ მდგომარეობაზე” – წერს გამოცემა.

„მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი გამანადგურებელი იქნება. ეს ადრეც ვთქვი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნავალნის არ ეხება და ცდილობს, რაციონალური გახადოს ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა და შემდეგ ნავალნი მოკვდება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა .

რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ ნავალნის თავად სურდა დისიდენტობა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მას სურდა, რომ მოქცეულიყო, მისი თქმით, ნავალნიმ ზუსტად იცოდა, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მას დააკავებდნენ, მაგრამ მაინც ისე გააკეთა, როგორც მას სურდა.

როდესაც მას ადამიანის უფლებებზე დაუწყეს საუბარი, თავის პრესკონფერენციაზე ბაიდენს შეახსენა აფროამერიკელი პოლიციელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმე და კაპიტოლიუმში შეჭრა.

“გახსოვთ ალბათ, რაც მოხდა ამერიკაში აფროამერიკელი პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით. მე ამის  ანალიზს არ დავიწყებ დ დეტალებში არ შევალ ახლა. თანავუგრძნობთ ამერიკას და ამერიკელ ხალს, მაგრამ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს ჩვენთან და ამას არ დავუშვებთ.

შეგახსენებთ ასევე კაპიტოლიუმში  შეჭრას. სადაც არაერთი ადამიანი დააკავეს და მათგან რამდენიმეს მიუსაჯეს 25 წელი, ერთი ადგილზევე დახვრიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ის იარაღს არ იყენებდა, თანავუგრძნობთ ამერიკელებს, მაგრამ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენთან.” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები
იტვირთება...