CNN: პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს

აშშ-მ შესაძლოა შუა აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტი გაზარდოს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ირანის მოქმედებებს რეგიონში,-ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, განიხილება დამატებითი 4 ათასიდან 7 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნა.

როგორც წყარო აცხადებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს რაკეტები, რომლებსაც ირანი ერაყის ტერიტორიაზე უშვებს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ს ძალებს ერაყში, ასევე საუდის არაბეთში.

“ეს ვითარება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას მოითხოვს, რომლის მიღწევა რეგიონში აშშ-ის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების შექმნითაა შესაძლებელი”,-აცხადებს ტელეარხის წყარო.

პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

წყაროები აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში აშსაძლოა 3000-დან 4000- მდე ჯარისკაცი გაგზავნონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად