CNN: მაიკ პომპეო ლონდონში რესპუბლიკელ დონორებს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნატოს ლიდერების სამიტზე ვიზიტის ფარგლებში კონსერვატორთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა, მათ შორის რამდენიმე მდიდარი რესპუბლიკელი დონორია,-ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

ღონისძიება Hamilton Society-ის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული და იმ სასტუმროში გაიმართა, სადაც მაიკ პომპეო  ნატო-ს სამიტზე ვიზიტის დროს იმყოფებოდა.

აღსანისნმავია, რომ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ტელეფონების გარეთ დატოვება მოსთხოვეს, რათა მაიკ პომპეოს კომენტარი არ ჩაეწერათ.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მაიკ პომპეომ “ძალიან მშვიდად და საინტერესოდ ისაუბრა”.

ეს შეხვედრა იმ სპეკულაციების გათვალისწინებით ჩატარდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა სენატში მშობლიურ კენზასის შტატში იყაროს კენჭი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად