CNN: კვლევის თანახმად, შესაძლოა, კორონავირუსის „დელტა“ შტამი, ამ ვარიანტით დაინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანების მიერაც გავრცელდეს

“დელტა” შტამი გადადის ისე სწრაფად, როგორც ჩუტყვავილა და წითელა. ამ შტამის მატარებლები შეიძლება იყვნენ როგორც არავაქცინირებული ადამიანები, ისე სრულადვაქცინირებულნიც, – იუწყება CNN, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.

CDC–ის ხელმძღვანელის, დოქტორ როშელ ვალენსკის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინფექციური ვირუსი. დელტა შტამით დაავადებული ადამიანი აინფიცირებს, საშუალოდ, რვა ან ცხრა ადამიანს.

აღნიშნულია, რომ თუკი ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდება დელტა შტამით, ვირუსის ისეთივე გადამდები იქნება, როგორც დაინფიცირებული არავაქცინირებული.

 

კომენტარები
იტვირთება...