CNN: კენიის “საუკეთესო მასწავლებელი” თავისი თვიური შემოსავლის 80%-ს გაჭირვებულ მოსწავლეებს ახმარს

კენიაში, სოფელ Pwani-ის სკოლის ერთ გადავსებულ კლასს მეცნიერებას პიტერ ტაბიჩი ასწავლის. იგი 37 წლის არის და მისი ოჯახის წევრებიც მასწავლებლები არიან.

მარტში მოიპოვა ჯილდო – Varkey Foundation 2019 Global Teacher Prize, რაც დაიმსახურა, როგორც მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელმა Keriko Mixed Day Secondary სკოლაში.

ცერემონია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ მასწავლებელს საქმისადმი თავდადებისა და მოსწავლეების ნიჭის მიმართ რწმენის ქონის გამო, 1 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა.

როგორც CNN წერს, ტაბიჩის მოსწავლეები ხშირად აქვთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის ფეხმძიმობა მოზარდობის პერიოდში, ნარკოდამოკიდებულება, ადრეულ ასაკში ქორწინება და სხვა.

მათი უმრავლესობა – 95% – ღარიბი ოჯახებიდან არიან, ხოლო მათი თითქმის მესამედი ობლები არიან, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ.

მიუხედავად მწირი რესურსებისა, ტაბიჩის მოსწავლეები, მისი ხელმძღვანელობით არაერთი სამეცნიერო შეჯიბრების გამარჯვებულები არიან და აგრეთვე მოგზაურობენ ხოლმე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მან გააფართოვა სკოლის სამეცნიერო კლუბი და დაეხმარა თავის სტუდენტებს ისეთი პროექტების შექმნაში, რომლებიც აქტუალურია საერთაშორისო შეჯიბრებების არენაზე.

„ძალიან მაბედნიერებს, როდესაც მუშაობ მოსწავლეებთან, როდესაც ამდენად ახლო მენტორობას უწევ, რისი შედეგიც კი ის არის, რომ ისინი ძალიან კრეატიულ რაღაცამდე მიდიან.

როდესაც ხედავ, რომ მოსწავლეს აქვს ნათელი გონება, შეუძლია საუკეთესო შეფასებების მიღება, შეუძლია, რომ აჯობოს სხვა მოსწავლეებს საერთაშორისო დონეზე, ეს ჩემთვის ძალიან საამოა“, – ამბობს ტაბიჩი CNN-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად