CNN: ჯონ ბოლტონის თანამდებობა შესაძლოა, მაიკ პომპეომ დაიკავოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, პომპეო ორივე პოზიციაზე ერთდროულად იქნება. ტელეარხის ცნობით, ამ დროისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ტრამპი ამ ვარიანტს ადმინისტრაციის წევრებთან განიხილავს. ასევე ცნობილია, რომ თავად პომპეო ჯონ ბოლტონის გადადგომით ძალიან კმაყოფილია, რომელთანაც მას კონფლიქტი ჰქონდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ერთდროულად ეკავა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობები, ჰენრი კისინჯერი იყო, რომელიც პოსტს 1973 წლიდან 1975 წლამდე იკავებდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განმარტა, თუ რატომ გადადგა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯონ ბოლტონი.

”მე მას ვუთხარი:” ჯონ, ბევრი ჩვენგანი შენს ტაქტიკას არ ეთანხმება, მათ შორის მეც, გირჩევ, რომ გადადგე”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მეორე დღეს ჯონ ბოლტონი გადადგა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯონ ბოლტონს ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით არასწორი პოზიცია ჰქონდა. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ყოფილმა მრჩეველმა არაერთი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეკომენდაციებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...