CNN- ის რეპორტიორი დონალდ ტრამპის პრესკონფერენციიდან გამოაძევეს

CNN- ის რეპორტიორი კეიტლან კოლინსი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციიდან გამოაძევეს, რადგან მან "უადგილო შეკითხვები" დასვა, -ამის შესახებ ჟურნალისტმა სატელევიზიო არხზე განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი ტრამპისა და ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრის დროს მოხდა. კოლინსმა ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ არ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ მისი მიწვევა. თუმცა, როგორც კოლინმა განმარტა, პუტინის ვიზიტის საკითხი მან იმის გამო დააყენა, რომ თეთრი სახლის ცნობით, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა 2019 წელს უნდა ჩატარებულიყო.
ჟურნალისტმა დასძინა, რომ ტრამპმა მის კითხვებს არ უპასუხა, რის შემდეგაც მას პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე დასწრების საშუალება არ მისცეს.
მანამდე, ამერიკულმა ტელემაუწყებლობამ CNN, გამოაქვეყნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ყოფილი იურისტის მაიკლ კოენის საუბრის ჩანაწერი, სადაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია Playboy-ს მოდელ კარენ მაკდუგლისთვის თანხის გადახდის შესახებ.

CNN-ი აღნიშნავს, რომ ჩანაწერი დაბალხარისხიანია. აუდიოში ისმის, თუ როგორ ამბობს ადვოკატი, რომ თანხის გადახდა აუცილებლობას წარმოადგენს. იგი აგრეთვე ახსენებს სიტყვას „ფინანსირება“, ხოლო ტრამპი ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ საუბრობს. ჩანაწერიდან არ ირკვევა, ემხრობა თუ არა ტრამპი ნაღდ ანგარიშსწორებას, თუ უარს აცხადებს ამ წინადადებაზე, ვინაიდან ჩანაწერი ძალიან დაბალხარისხიანია და ცუდად ისმის.

რომანი, რომლის შესახებაც მიდის საუბარი, მაკდაუელის თქმით, 2006 წელს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...