CNN-ის დამაარსებელი დემენციას ებრძვის

CNN-ის დამაარსებელმა ტედ ტერნერმა განაცხადა, რომ შეძენილ დემენციას ებრძვის. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ეს იმ შემთხვევის მსუბუქი ვარიანტია, რასაც ადამიანები ალცჰაიმერის დროს განიცდიან. დემენციაც მას ჰგავს, მაგრამ იმდენად ცუდი არ არის. ალცჰაიმერი სასიკვდილოა”, – აცხადებს ტერნერი.

ტერნერი აღნიშნავს, რომ ძირითადი სიმპტომები, რაც მას აწუხებს, გულმავიწყობაა. CBS-ში აცხადებენ, რომ აქამდე ტერნერს მანიაკალური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა თავად CNN-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ეს დიაგნოზი სწორი არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...