CNN: გერმანული მედიის ცნობით, მიუნხენის სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამ წუთებში CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანული მედია, სროლის შედეგად დაღუპული 6 ადამიანის შესახებ იუწყება.

ამ წუთებში გერმანიის ქალაქ მიუნხენში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გერმანიის პოლიცია, მოსახლეობას მოუწოდებს, თავი მოარიდოს საზოგადოებრივ თავშეყრისა და ხალხმარავლ ადგილებს, ვინაიდან ისინი არ გამორიცხავენ განმეორებით თავდასხმებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიუნხენის სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაზე" თავდასხმა განხორციელდა.

ბავარიის შს მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში მომხდარ  შეაიარაღებულ თავდასხმას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სამი ადამიანი ემსხვერპლა. 

თავდამსხმელმა სავარაუდოდ მინიმუმ 30-ჯერ გაისროლა. პოლიციისა და თვითმხილველების განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში თანამშრომლები იმყოფებიან. არიან თუ არა ისინი მძევლად აყვანილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

BBC, გერმანულ Sueddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლას მსვერპლი მოჰყვა. აგრეთვე ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ გარბის ხალხი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან. გერმანიის პოლიციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისა  და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად